მიზნის ფინიშთან... დათა სიჭინავას შთამბეჭდავი სტატისტიკა • FC Sioni
ბოლნისის სიონის 32 წლის კაპიტანი, დათა სიჭინავა ბრწყინვალე სეზონს ატარებს. 33 მატჩში გატანილი 20 გოლით ბომბარდირთა დავაში მეორე ადგილზეა. სიჭინავას სტატისტიკა საგოლე გადაცემებშიც შთამბეჭდავია. მიმდინარე სეზონში, მან თანაგუნდელებს გოლი, 10-ჯერ გაატანინა.
პირად შედეგებზე მეტად, დათა სიჭინავასთავის გუნდური შედეგი უფრო მნიშვნელოვანია. მიზანი იყო ჩემპიონობა და ამის მისაღწევად, გუნდი მთელი წელი თავდაუზოგავად შრომობდა. მიზნის მისაღწევად კი, ძალიან ცოტა დარჩა.
“პირველივე ტურიდან ჩემი და გუნდის მიზანი ჩემპიონობა იყო. ახლა კი ამ მიზნამდე ერთი ნაბიჯი გვაშორებს. 27 ნოემბერს არის მთავარი მატჩი, სადაც ყველანაირად ვეცდებით გავაკეთოთ ის, რისთვისაც მთელი წელი ვიბრძოდით.
რაც შეეხება ჩემს მიერ გატანილ გოლებს – ეს, ჩემი და გუნდის ერთობლივი შედეგია. ვეცდები, დარჩენილ ორ ტურში, ბიჭებთან ერთად, კიდევ გავაუმჯობესო მონაპოვარი”, – ამბობს კაპიტანი.
სიონი მორიგი ტურის მატჩს, ბოლნისში, თამაზ სტეფანიას სახელობის სტადიონზე 27 ნოემბერს, უშუალო კონკურენტთან, გაგრასთან გამართავს.