ბოლნისის სიონი, ხვალ 3 აპრილს, მეექვსე ტურის შეხვედრას რუსთავთან გამართავს. ქვემო ქართლის გუნდების დუელი, რუსთავში 19:00 საათზე დაიწყება.
“კრისტალბეთ ეროვნული ლიგის გასულ ტურში ჩვენმა გუნდმა, სტუმრად, საჩხერის ჩიხურასთან მარცხი განიცადა და სატურნირო ცხრილში მეორე ადგილი დაკარგა. ამჟამად, ბოლნისელები 7 ქულით ცხრილის მე-5 პოზიციაზე იმყოფებიან.
თეიმურაზ შალამბერიძის გუნდს, იმერლებთან დიდი ანგარიშით (5-0) დამარცხების შემდეგ, გულშემატკივრის წინაშე რეპუტაციის აღდგენა და რეაბილიტაცია სჭირდება. ამიტომ, ხასიათის გამოსწორებას სწორედ, ხვალ რუსთავთან ეცდება. თავის მხრივ, რუსთავი მთელი ძალებით გაიბრძოლებს საკუთარ მოედანზე, პირველი გამარჯვების მოსაპოვებლად. მასპინძელ გუნდს მიმდინარე ჩემპიონატში მოგება არ აქვს. ისინი, 2 ქულით ცხრილის ბოლო, მე-10 ადგილზე იმყოფებიან.
ჩვენი გუნდი ხვალინდელი დაპირისპირებისთვის გეგმაზომიერად ემზადება. დღეს, გუნდი მოკლე მატჩისწინა ვარჯის გამართავს.