ბოლნისის კულტურისა და დასვენების პარკში რეაბილიტირებული მინი სტადიონი საზეიმოდ გაიხსნა

სტადიონი საზეიმოდ ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა, საფეხბურთო კლუბ სიონის დირექტორმა ლევან სილაგაძემ და სპორტკომპლექსის პატარა ფეხბურთელებმა გახსნეს.

 

 

ღონისძიების ფარგლებში, საფეხბურთო კლუბ სიონის ფეხბურთელებმა, ბოლნისის სპორტულ- გამაჯანსაღებელი კომპლექსის ფეხბურთის წრის აღსაზრდელებს მასტერკლასი ჩაუტარეს და გამოცდილება გაუზიარეს, შემდეგ კი ბავშვებმა სიონის ფეხბურთელებთან და მერთან ერთად სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.