სპორტულმა ვებ გვერდმა adjara sport-მა, ეროვნული ლიგა 1-ის, მე-20 ტურის სიმბოლური გუნდი შეადგინა, სადაც ორი ბოლნისელი ფეხბურთელი მოხვდა. საუკეთესო თერთმეტეულში არიან – დავით კირკიტაძე და ლუკა ნოზაძე.
ტურის საუკეთესო მწვრთნელად კი, ბოლნისის “სიონის” ახალი თავკაცი თეიმურაზ შალამბერიძე დასახელდა.
მე-20 ტურში ბოლნისის “სიონი” მიხეილ მესხი 2-ზე “სამტრედიას” ესტუმრა და გამანადგურებელი ანგარიშით – 4-0 დაამარცხა. შეხვედრაში ბოლნისელთა ახალწვეულმა, დავით კირკიტაძემ ჰეთრიკი შეასრულა, ხოლო მეოთხე გოლი ბიძინა მახარობლიძის ანგარიშზეა.
“სიონი” მორიგ შეხვედრას, პარასკევს, 17 აგვისტოს, ფოთის “კოლხეთის” წინააღმდეგ გამართავს.